ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს, საქართველოს პარლამენტთან აქციას აანონსებს. ხაბეიშვილი მოქალაქეებს რუსთაველზე შეკრებისკენ 19:00 საათზე მოუწოდებს.
"ერთად დავიცვათ საქართველოს თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა! დღეს, 19:00 - რუსთაველზე", - წერს ხაბეიშვილი Facebook-ზე.
ლევან ხაბეიშვილმა აქციის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი აქციაზე სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან და მთავარი მოთხოვნა იქნება - "რუსული აგენტურული ქსელისგან ამ ქვეყნის გათავისუფლება".
"არ გვეშინია არაფრის. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, 7 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, იმისთვის, რომ მათ შორის, სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ ყველა ერთად. ძალიან რთული ბრძოლა გველოდება და მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქის ჩართულობა. არც დავიღლებით, არც გვეშინია, ფიზიკურადაც დავიცავთ ამ ქვეყანას, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა, დღეს, 7 საათზე, რომ ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ უახლოესი დღეების განმავლობაში, რომ რუსულმა ჯაშუშურმა ქსელმა არ ჩაიგდოს ჩვენი ქვეყანა. მთავარი მოთხოვნა არის რუსი აგენტურული ქსელისგან ამ ქვეყნის გათავისუფლება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.